მოიწვიე მეგობარი და მიიღე ინტერნეტი უფასოდ

გაერთიანებული ტელეკომი მუდამ ცდილობს თავის მომხმარებლებს შესთავაზოს საინტერესო სიახლეები. თუ თქვენი რეკომენდაციით ჩვენს ქსელში ახალი აბონენტი ჩაერთვება, თქვენს ანგარიშზე დაირიცხება ბონუსი, რაც ნიშნავს 1 თვის განმავლობაში უფასო მომსახურებას თქვენს მიმდინარე ტარიფზე.

ბონუსის მიღება შესაძლებელია ყოველ ახალ აბონენტზე.

იმისათვის რომ ისარგებლოთ ბონუს აქციით თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ მინიმუმ 1 პუნქტს მაინც.

1) თქვენ (გაერთიანებული ტელეკომი – ის არსებული აბონენტი) წინასწარ გვატყობინებთ სატელეფონო ზარის მეშვეობით თქვენი მეგობრის საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც სურს გახდეს ჩვენი აბონენტი თქვენი რეკომენდაციით, (მანამ, სანამ ის თვითონ  გააფორმებს შეკვეთას) რის შედეგადაც, ჩვენი წარმომადგენელი დაუკავშირდება და დაეხმარება ავტორიზაციის გავლაში;

 2) ახალი აბონენტი, რომელსაც სურს გახდეს გაერთიანებული ტელეკომი – ის აბონენტი, სატელეფონო ზარის მეშვეობით კარნახობს სგაერთიანებული ტელეკომი – ის წარმომადგენელს UID (აბონენტის ნომერს)

კომპანია იტოვებს უფლებას არ დაურიცხოს აბონენტს ბონუსი თუ ზემოთ მოყვანილ რომელიმე პუნქტს არ აკმაყოფილებს

გთხოვთ გაეცნოთ საბონუსე პროგრამაში მონაწილეობის მიღების პირობებს:

– აქცია ვრცელდება მხოლოდ გაერთიანებული ტელეკომი- ის აბონენტებზე (ფიზიკური პირები);

– ახალი აბონენტის ჩართვა ხდება გაერთიანებული ტელეკომი – ის ქსელის დაფარვის ზონაში;

– საბონუსე პროგრამაში თქვენი მონაწილეობის დასადასტურებლად,

თქვენმა მეგობარმა უნდა უკარნახოს გაერთიანებული ტელეკომი – ის წარმომადგენელს თქვენი UID (აბონენტის ნომერი);

– ბონუსი თქვენს ანგარიშზე ავტომატურად ირიცხება მხოლოდ მაშინ, როდესაც თქვენი მეგობარი (ახალი აბონენტი) სრულად გადაიხდის ინტერნეტ მომსახურების 1 თვის საფასურს;

– დარიცხული ბონუსების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ინტერნეტის მომსახურებაზე;

– დარიცხული ბონუსების განაღდება შეუძლებელია;

Cart
Your cart is currently empty.